რუბრიკები
ანაკლიაში მომავლის ბანაკი საზეიმოდ გაიხსნა (ვიდეო)
5 ივლისს  ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით  ანაკლიაში საზეიმოდ გაიხსნა ,,მომავლის ბანაკი". ბანაკს გუშინ მოსწავლეების პირველი ნაკადი ესტუმრა. გახსნის ცერემონიალს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მისი მოადგილე კახაბერ რუსია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა. წლევანდელ სეზონზე „მომავლის ბანაკი“ 1728 მოზარდს მიიღებს. „მომავლის ბანაკს" პირველ ნაკადზე საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულ ფედერაციის მიერ შერჩეული „ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის" 12-18 წლის, 288 მონაწილე სტუმრობს. ახალგაზრდები სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალურ ეტაპში მიღებენ მონაწილეობას და გამოვლინდებიან გამარჯვებული სკოლები სპორტის სხვადასხვა სახეობებში. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური ეტაპის აღსანიშნავად ბანაკში ოლიმპიური ცეცხლი აინთო. 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, ოლიმპიურმა ჩირაღდანმა თითქმის მთელი საქართველო მოიარა, 5 ივლისს ცეცხლი ანაკლიის ბანაკში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ აანთო. ანაკლიაში ,,მომავლის ბანაკი” საზეიმოდ გაიხსნება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.