ბრიტანეთის სამეფო ტახტის რიგით მეოთხე მემკვიდრე, შარლოტა ელიზაბეტ დიანა დღეს მონათლეს. ნათლობა სანდრინგემის რეზიდენციაში, ნორფოლკის საგრაფოში, წმინა მარია მაგდალინელის ტაძარში გაიმართა. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც 1961 წელს პრინცესა დიანა სპენსერი მონათლეს.
პრინცი უილიამი და ქეით მიდტონი შვილებთან ერთად ტაძარში ადგილობრივი დროით 16:30 ზე გამოცხადნენ. ნათლობას არქიეპისკოპოსი ჯასტინ უელბი უძღვებოდა. მიდლტონი Alexander McQueen -ის თეთრ კაბასა და Jane Taylor -ს ქუდში იყო გამოწყობილი. პრინცი უილიამი კი კლასიკურ ლურჯ პიჯაკში გამოცხადდა. შარლოტა ელიზაბეტ დიანას ნათლიები იყვნენ ქეიტის ბავშვობის მეგობარი, სოფი კარტერი, უილიამის სკოლის მეგობრები, კეტრინის ბიძაშვილი და ასევე პრინცესა დიანას ნათესავი.
ცერემონიას მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მსურვლებს კი უფლება მისცეს წმინდა მარია მაგდალინელის ტაძართან დილიდან შეკრებილიყვნენ.
პრინცესა შარლოტა უინძორმა ბრიტანეთის საცალო ქსელს 2 დღეშო 80 მილიონი ფუნტი მიუტანაპრინცესას დაბადებასთან დაკავშირებით ბრიტანეთში სამახსოვრო მონეტები გამოუშვეს
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები