რუბრიკები
ხუდონჰესის პროექტზე გარემოს დაცვის სამინისტროს შენიშვნები აქვს
თუ ხალხის ცნობიერება არ შეიცვალა, არც ტყე იქნება და არც თევზი, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი აცხადებს. აგულაშვილის განმარტებით, მისი მიზანი ამ დამოკიდებულების შეცვლაა, სხვა შემთხვევაში კი "მინისტრობას აზრი არ ექნება".

"ტყეების სამრეწველო მოპოვება ძალიან უნდა შემცირდეს. სამწუხაროდ, ბრაკონიერობაც სენივით არის. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში წავაწყდით ინფორმაციას, როგორ ყიდის ვიღაც თევზს, შამაიას. ინფორმაცია ზედამხედველობის დეპარტამენტს გადავუგზავნე. ვიმედოვნებ, ავტორს მიაგნებენ, მაგრამ თუ ხალხის ცნობიერება არ შეიცვალა, არც ტყე იქნება და არც თევზი. მე შემიძლია გითხრათ, რომ შევცვლი ამ დამოკიდებულებას. ჩემთვის საკითხი ასე დგას: შევცვლი, ან ჩემს მინისტრობას აზრი არ ექნება", - აცხადებს გიგლა აგულაშვილი. გარემოს დაცვის მინისტრის განმარტებით, უწყებამ იცის, რა უნდა მოითხოვოს და თუ პარლამენტი, ხელისუფლება და საზოგადოება ეტყვიან "არას", გამოდის, მათ არ სჭირდებათ "ასეთი სახელმწიფო და ასეთი სამინისტრო".  "გაგვიგებთ? ძალიან კარგი. ვერ გაგვიგებთ? თქვენს თავს დააბრალეთ", - აღნიშნავს გარემოს დაცვის მინისტრი. აღნიშნულის გარდა, აგულაშვილი ინტერვიუში "ხუდონჰესის" პროექტზეც საუბრობს და განმარტავს, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება ენერგეტიკის სამინისტროს მათი უწყების მხრიდან უკან 111 შენიშვნით დაუბრუნდა. "როდესაც "ხუდონჰესის" გარემოზე ზემოქმედების შეფასება მოვიდა, სამინისტრომ 111 შენიშვნით დააბრუნა უკან. ჯერ არ მოსულა შესწორებული ვარიანტი. ამიტომაც ვერ გეტყვით წინასწარ, რას ვიზამთ", - განმარტავს გიგლა აგულაშვილი. "bpn"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.