რიგით 72-ე ვენეციის კინოფესტივალის სახე მსახიობი ნასტასია კინსკი გახდა. მისი პორტრეტი ფესტივალის ოფიციალურ პოსტერზე გამოჩნდება. ინფორმაციას დღეს Variety ავრცელებს. ახალ პოსტერებზე კინსკი თავისი გმირის ამპლუაში იქნება წარმოდგენილი კინოფილმიდან „პარიზი, ტეხასი“.
ფილმების ჩვენების ოფიციალური ნაწილი 29 ივლისსაა დაგეგმილი, ხოლო ფესტივალი წელს 2 დან 12 სექტემბრამდე ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ნასტასია კინსკიმ უდიდესი წვლილი შეიტანა 80-იან და 90-იან წლებში დამოუკიდებელი კინოს განვითარებაში. ნასტასია ცნობილი გერმანელი მსახიობის კლაუს კინსკის შვილია და საქვეყნო აღიარება მას მოუტანა რომან პოლანსკის ფილმმა „ტესი“.
მასალის გამოყენების პირობები