რუბრიკები
"თბილისი 2015"-ის ცეცხლი დღეს მესტიაში ჩავა
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015"-ის ცეცხლი დღეს მესტიას ეწვევა.
საორგანიზაციო კომიტეტში განაცხადეს, რომ ესტაფეტაში ჩაერთვებიან ცნობილი სვანები, მათ შორის, პოეტი ერეკლე საღლიანი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ხოლო ქალაქის ცენტრში ოლიმპიურ ცეცხლს 2004 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მფლობელი ძიუდოში ნესტორ ხერგიანი შეიტანს. მესტიის ცენტრალურ მოედანზე ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
მესტიაში ოლიმპიური ცეცხლი რამდენიმე დღე დარჩება, შემდეგ კი ვერტმფრენით შავიზღვისპირეთს, კერძოდ ქობულეთს ეწვევა.
საბერძნეთიდან ოლიმპიური ცეცხლი პირველად ბათუმში, 26 მაისს შემოვიდა, 28 მაისიდან კი მან სხვადასხვა ქალაქში დაიწყო მოგზაურობა. ოლიმპიური ცეცხლმა უკვე მოიარა ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო, ადიგენი, ახალციხე, ასპინძა, ნინოწმინდა, წალკა, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, რუსთავი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, გურჯაანი, თელავი, ახმეტა, ყაზბეგი, ფასანაური, თიანეთი, დუშეთი, მცხეთა, კასპი, გორი, ბორჯომი, ხაშური, საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი, ხარაგაული, თერჯოლა, ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, წყალტუბო, ქუთაისი, ბაღდათი, ვანი, ხონი, სამტრედია, ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ფოთი, ხობი, სენაკი, აბაშა, მარტვილი, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, წალნეჯიხა, ქარელი, ანაკლია.
ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე ჩატარდება. ფესტივალის განმავლობაში თბილისს 50 ქვეყნის 3800-მდე მონაწილე ესტუმრება.
ოლიმპიური ცეცხლი ზუგდიდშია (ვიდეო)
ოლიმპიური ცეცხლი საქართველოშია
ოლიმპიური ცეცხლი სამეგრელოშია (ვიდეო)
ოლიმპიური ცეცხლი ზუგდიდში 1 ივლისს შემოვა
ოლიმპიურ ცეცხლს დღეს ზუგდიდში ჩაიტანენ
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები