ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია, კონკურსის მე-3 ეტაპს-გასაუბრებას 9-10 ივლისს ჩაატარებს.
გამგეობის ცნობით, გასაუბრება გაიმართება კომისიის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, რაც კონკურსანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მათივე ცნობით, კონკურსანტს რომელსაც ერთზე მეტ თანამდებობაზე ჰქონდა განაცხადი გაკეთებული თითოეულ თანამდებობაზე სხვადასხვა დღეს ინდივიდუალურ გასაუბრებას გაივლის.
ამ ეტაპზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალურ ვებ.გვერდზე გამოქვეყნებულია 9–10 ივლისის (14–დან 17 საათი) გასაუბრების გრაფიკი.
მასალის გამოყენების პირობები