რუბრიკები
ფოთში კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა დაიწყება
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მომავალი კვირიდან ფოთში კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის განხორციელება იწყება, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან ერთად, ქალაქის მუნიციპალიტეტიც არის ჩართული. დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ფოთში, საქართველოს მთავრობის უშუალო დახმარებითა და თანადგომით, პირველად ხდება მწერებთან(კოღოსთან) ბრძოლის ასეთი მასშტაბური სამუშაოების რეალიზება.  მთავრობის მიერ მიღებული პროგრამების ფარგლებში, ფოთში განხორციელდება კოღოს საწინააღმდეგო პროცედურები. ღია სივრცეები და წყალსატევები შეიწამლება ბიოლოგიური საშუალებებით, ხოლო ქალაქში არსებული შენობა-ნაგებობები და დახურული სივრცეები სპეციალური საშუალებებით დამუშავდება.  ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია და მერის მოადგილე გიორგი მოისწრაფიშვილი აღნიშნული პროგრამის რეალიზაციაზე მომუშავე ჯგუფს შეხვდნენ და ცალკეული ორგანიზაციული საკითხები განიხილეს. ფოთის მერის მოადგილის გიორგი მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, კოღოს წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა შეწამვლითი სამუშაოების ორ ეტაპს მოიცავს, პირველი ეტაპი ივლისის პირველ დეკადაში განხორციელდება, მეორე ეტაპი-სექტემბერში.  პროგრამის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება მუნიციპალიტეტის სამსახურებს, ქალაქის საცხოვრებელი კორპუსების ამხანაგობებსა და მოქალაქეებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.