რეცეპტის ინგრედიენტები:
100 გრამამდე ზეთისხილი
200 გრამამდე ლორი
1 ქილა სიმინდის მარინადი (ან კონსერვირებული სიმინდი)
100 გრამამდე სოკო შამპინიონი (სასურველია მარინირებული)
სალათის ფურცლები
მაიონეზი
2 ცალი კვერცხი
მომზადების წესი:
1. დასაწყისისათვის მოხარშეთ კვერცხი. შემდეგ კი გააგრილეთ.
2. დაჭერით ლორი მცირე ნაჭრებად, სოკო წვრილ ფირფიტებად, ზეთისხილი რგოლებად.
3. წვრილად დაჭერით მოხარშული კვერცხი.
4. ჩაყარეთ ჯამში ხორცი, სოკო, კვერცხი, ზეთისხილი, ასევე არ დაგავიწყდეთ სიმინდი.
5. მოასხით მაიონეზი, აურიეთ და მოაყარეთ მარილი გემოვნებით.
ასევე შეგიძლიათ სალათი პორციებად გადაიტანოთ სალათის ფურცლებით წინასწარ მოწყობილ თეფშებზე.
ყვავილოვანი კომბოსტოს სუპი ლორით
სპაგეტი პამიდვრით და შებოლილი ლორით
მასალის გამოყენების პირობები