რუბრიკები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმების მსურველთა ტესტირების ბოლო - მესამე ეტაპი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრმა ნატალია პაპასკირმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კონკურსანტების გამოცხადების მაჩვენებელი დაბალია. „დილის ნაკანდზე 31 კონკურსანტი უნდა გამოცხადებულიყო, აქედან მხოლოდ 12 მოვიდა. დღეს ასევე მივიღებთ ორ ნაკადს, ვნახოთ, როგორი იქნება დასწრება ამ შემთხვევაში“, - თქვა ნატალია პაპასკირმა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში 71 ვაკანტურ თანამდებობაზე იყო კონკურსი გამოცხადებული. მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ინფორმაციით, სულ 2 476 აპლიკაცია შევიდა. ტესტირების ეტაპი, რომელზეც 432 კონკურსანტი დაუშვეს, წარმატებით 124 -მა გაიარა. ნატალია პაპასკირის თქმით, გასაუბრების ეტაპში ასევე ის კონკურსანტები მონაწილეობენ , რომლებმაც ტესტირება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გაიარეს. მისივე ინფორმაციით, 9-10 ივლისს გასაუბრებაზე სულ 221 კანდიდატი უნდა გამოცხადდეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.