გიორგი თოდუამ და საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუამ მოსახლეობისგან ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
"უახლოეს დღეებში ტოლსტოის ქუჩაზე გარე განათება დამონტაჟდება.მოსახლეობის თხოვნით, დაიწყება ქუჩის საფარის რეაბილიტაციის დაპროექტება, ამ მიმართულებით გასაწევი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა 10 დღეში მზად იქნება.კეთილმოწყობის სამსახურის დახმარებით გაიწმინდება სანიაღვრე არხები. შესაბამისად, ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები ეტაპობრივად და კომპლექსურად მოგვარდება. ტოლსტოის ქუჩაზე დაიდგმება დამატებითი ნაგვის ბუნკერები. ჩვენი პრიორიტეტია მოსახლეობასთან კონსულტაციითა და თანამშრომლობით არსებული პრობლემების ეფექტური და სწრაფი მოგვარება"- აცხადებს გიორგი თოდუა.
დღესვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ჯიჭონაიასა და დგებუაძის ქუჩაზე არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.
შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებულ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებზე, დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრეს, ასევე ხაზი გაესვა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობას.
მასალის გამოყენების პირობები