ინგრედიენტები:
სალათის ფურცლები / 200 / გრ
მწვანე ხახვი / 50 / გრ
ქინძი / 25 / გრ
ოხრახუში / 25 / გრ
პრასი / 50 / გრ
ცერეცო / გემოვნებით /
მჟავე კიტრი / 2 / ცალი
კვერცხი / 5 / ცალი
ყველი (ჰოლანდიური) / 200 / გრ
მარილი / გემოვნებით /
წიწაკა / გემოვნებით /
ძმარი / გემოვნებით /
ზეითუნის ზეთი / გემოვნებით /
ნაბიჯი 1
სალათის ფოთლები დავკუწოთ. ჩავდოთ სასალათეში დავამატოთ დაჭრილი მწვანე ხახვი, ქინძი, ოხრახუში, პრასი, ცერეცო.
ნაბიჯი 2
შემდეგ დავამატოთ დაჭრილი მოხარშული კვერცხი და დაჭრილი მჟავე კიტრი.
ნაბიჯი 3
ბოლოს მოვასხათ ძმარი და ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ წიწაკა, მარილი და გახეხილი ყველი. კარგად მოურიოთ და შევდგათ მაცივარში 1-2 საათით.
მასალის გამოყენების პირობები