23 ოქტომბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაიანა კროლი კონცერტს გამართავს.კომპანია „ისთერნ პრომოუშენი“ 7 წლის განმავლობაში ცდილობდა ლეგენდარული კანადელი მომღერლის ჩამოყვანას, თუმცა მიზეზი, რის გამოც კროლი ჩამოსვლაზე უარს აცხადებდა, საქართველოში სასტუმროების ქსელის „Four Season” არ არსებობა სახელდებოდა. საბოლოოდ, მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღო და დაიანა კროლი თბილისს ეწვევა. მომღერალი საქართველოში შვიდკაციანი გუნდით ჩამოვა.
შეგახსენებთ, რომ კანადელ ჯაზ-პიანისტს და ვოკალისტს მსოფლიო მასშტაბით გაყიდული აქვს 11 მილიონზე მეტი ალბომი. 2009 წლის 11 დეკემბერს ჟურნალმა „Billboard“ იგი 2000-2009 წლების საუკეთესო ჯაზ-შემსრულებლებს შორის მეორე ადგილზე დაასახელა.
მასალის გამოყენების პირობები