რუბრიკები
ფოთს ნაგავმზიდი ავტომანქანები და ნარჩენების ურნები გადასცეს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთის მუნიციპალიტეტს ნაგავმზიდი ავტომანქანები და ნარჩენების ურნები გადასცეს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ" ფოთის მუნიციპალიტეტს 2 ნაგავმზიდი ავტომანქანა და 450 ცალი ნარჩენების შესაგროვებელი ლითონისა და პლასტმასის ურნა გადასცა.სამინისტროს განცხადებით, ტექნიკა, დასუფთავების სამუშაოების ეფექტურად განხორციელების მიზნით, ფოთის მუნიციპალიტეტთან ერთად მის მიმდებარე სოფლებსაც მოემსახურება. აღნიშნული მანქანები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მთავრობის განკარგულების საფუძველზე შეიძინა. გადაცემის პროცესს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორი, გიორგი შუხოშვილი და ქალაქ ფოთის მერი, ირაკლი კაკულია დაესწრნენ.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები