16 ივლისიდან, ქართულ კინოთეატრებში გამოდის ქართველი რეჟისორის, ლევან გაბრიაძის და პროდიუსერ ტიმურ ბეკმამბეტოვის დესკტოპ ტრილერი-„წაშალე მეგობრები“.
ფილმის ბიუჯეტი სულ რაღაც 1 000 000 დოლარს შეადგენს, მსოფლიო გაქირავებაში კი მისმა შემოსავალმა უკვე 45 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
„წაშალე მეგობრები“ გადაღებულია ინოვაციურ ჟანრში, “SCREEN CAPTURE MOVIE”(ვიდეოგადაღება, რომელიც კომპიუტერის ეკრანზე მიმდინარეობს).
ფილმში მოქმედება მთავარი მოქმედი გმირის კომპიუტერის ეკრანზე ვითარდება, რომელიც თავის მეგობრებს “SKYPE” და “FACEBOOK”-ის მეშვეობით ეკონტაქტება.
აღსანიშნავია, რომ ფილმის თანაპროდიუსერია ჯეისონ ბლუმი, რომელმაც ისეთი პროექტები შექმნა, როგორიც არის: პარანორმალური მოვლენების ფრანჩიზა; ასტრალის ტრილოგია და სხვა საშინელებათა ჟანრის ყველაზე პოპულარული ფილმები.
ფილმის – „წაშალე მეგობრები“ დახურული ჩვენება გაიმართა 2014 წლის ივლისში, კანადაში, კინოფესტივალზე „FANTASIA”. კინოსურათმა სპეციალური ჯილდო ნომინაციაში „ყველაზე ინოვაციური ფილმი“ მიიღო.
ქართველ მაყურებელს ფილმის შეფასება 16 ივლისიდან საქართველოს კინოთეატრებში შეეძლება.
მასალის გამოყენების პირობები