ადამიანის ბედნიერება დამოკიდებულია გარემოზე. მყუდრო გარემოს შეუძლია არამხოლოდ ადამიანის სულის გათბობა, არამედ მისი ბედ-იღბალის განსაზღვრაც.
1.დახეული ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი, ასევე სამოსი, რომელიც თქვენი ზომა არ არის ან უბრალოდ გამოსაყენებლად უვარგისია.
2.დაბზარული და დაწებებული ჭურჭელი. საერთოდ სახლში არსებული ჭურჭელი ასახავს ოჯახურ ჰარმონიას და რაზეც მეტყველებს გატეხილი და დაბზარული ჭურჭელი, ყველასთვის ნათელია.
3.დამტვრეული ავეჯი, გატეხილი სარკე. უარყოფითი ენერგეტიკის ყველაზე საყვარელი ადგილი უსარგებლო ნივთებით სავსე სხვენი, სარდაფი და კარადაა.
4.თუ ვინმემ გაჩუქათ საჩუქარი, რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო თქვენში არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს - არ შეინახოთ ის. ასეთი საჩუქარი თქვენ ბოროტი ზრახვებით გაჩუქეს.
5.ფოტოები, რომელზეც აღბეჭდილი ადამიანების ან ცხოველების გამოხედვა არ გსიამოვნებთ. ასეთი ადამიანების ან ცხოველების გამოსახულებას ოჯახში ჩხუბი და უთანხმოება მოაქვს.
6.ნივთები, რომლებსაც არასასიამოვნო ისტორია უკავშირდება, რომლებიც ოდესღაც ცუდ ადამიანებს ეკუთვნოდათ ან უსიამოვნო მოგონებების სიმბოლოს წარმოადგენს.
7.სახლში არასდროს შეინახოთ ეგზოტიკური ქვეყნებიდან ჩამოტანილი სუვენირები, რომელთა ისტორიაც არ იცით. პირველ რიგში ეს ეხება ქანდაკებებს ან სიმბოლიკებს, რომლებიც შესაძლოა გამოიყენებოდეს მაგიისთვის. ასეთი ნივთები ინახავენ გარკვეულ ენერგეტიკულ დატვირთვას. მას განეკუთვნება ასევე უცნობი მფლობელების ანტიკვარული ნივთებიც.
8.მცენარეები უაროფითი ენერგეტიკით. მაგალითად მიიჩნევა, რომ სურომ ახალგაზრდა გოგონას შესაძლოა მოუტანოს უბედურება ან მარტოობა.
9.ავეჯი წვეტიანი კუთხეებით, რომელიც მიმართულია თქვენი საძინებლისკენ ან იმ ადგილისკენ, სადაც ხშირად ისვენებთ.
რა თქმა უნდა ზოგი რამ ცრურწმენას გავს, მაგრამ სპეციალისტების აზრით, ის სიმართლის ელემენტებსაც შეიცავს, ამიტომ დაიზღვიეთ თავი და გახადეთ თქვენი საცხოვრებელი ადგილი უფრო პოზიტიური.
მასალის გამოყენების პირობები