ზუგდიდში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)
12:54 / 13.07.2015
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება გრძელდება და 2015 წლის 29 ივნისიდან ქვეყნის მასშტაბით დარჩენილ რეგიონებს კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, შიდა ქართლს, სამეგრელო-ზემო სვანეთს, გურიასა და აჭარას დაფარავს.
აღნიშნული პროგრამის ადგილობრივი მოსახლეობისათვის გაცნობის მიზნით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით საინფორმაციო სახის შეხვედრები მიმდინარეობს. პროგრამა აბაშაში, სენაკში, ფოთსა და ზუგდიდში წარადგინეს, სადაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ხელშეწყობის პროგრამაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს და მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს.
მოსახლეობას პროგრამის შესახებ ინფორმაცია მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა გიორგი ციკოლიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ კახაბერ რუსიამ, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილემ ნუგზარ გაბელიამ და რეგიონებში პროგრამის უშუალო განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. შეხვედრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, გურიასა და აჭარაში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება 2015 წლის 29 ივნისიდან დაიწყო, 3 აგვისტოს კი ბიზნეს იდეების კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდება, რომელიც შერჩეული ბიზნეს იდეის განხორციელებაში ჩართული მეწარმე სუბიექტის 5000 ლარის ოდენობით (მეწარმეთა ორ კაციანი ჯგუფის შემთხვევაში 10 000 ლარი, ხოლო სამ კაციანი ჯგუფის არსებობის შემთხვევაში კი 15 000 ლარის ოდენობით) თანადაფინანსებას გულისხმობს. განაცხადების მიღება www.qartuli.ge ვებ გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი და კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული დავალიანება, არის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი ან მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე. პროგრამის განსახორციელებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო 20 000 000 ლარი, ფინანსური მხარდაჭერის ხანგრძლივობის ვადად კი 26 თვე განისაზღვრა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები