ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ზუგდიდის გამგეობის ცნობით, ასფალტის საფარიანი გზა 3 კმ. 865 მეტრის მანძილზე დაიგება. მიმდინარე სამუშაოებში ათამდე ადგილობრივია დასაქმებული. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს და ის მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება. მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება 1 მილიონ 270 ათას ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები