რუბრიკები
კონფლიქტისპირა სოფელ ორსანტიაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა (ვიდეო)
დღეს, 13 ივლისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, რიგით ოცდამეოთხე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. ახლად აშენებული საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ გახსნეს. საზეიმო გახსნას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი, სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თეა წულუკიანის ინიციატივით, შიდა ქართლსა და აფხაზეთთან საზოგადოებრივი ცენტრები საოკუპაციო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად შენდება. მეჯვრისხევისა და ორსანტიის გარდა, საოკუპაციო ზოლის მახლობლად მცხოვრებთ საზოგადოებრივი ცენტრი სულ მალე სოფელ რუხშიც მოემსახურება. როგორც სოფელ ორსანტიაში, ისე მიმდებარე სოფლებში აფხაზეთიდან დევნილთა რამდენიმე კომპაქტური დასახლებაა. მრავლად არიან კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეებიც, რომლებიც პერიოდულად ახერხებენ ოკუპირებული ხაზის გადმოკვეთას, რაც საზოგადოებრივი ცენტრის მნიშვნელობას განსაკუთრებულს ხდის. სახელმწიფო სერვისების შეუფერხებლად, საცხოვრებელთან ახლოს მიღება მათთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის დაგეგმვისას მდებარეობად ორსანტიის შერჩევის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი სწორედ აღნიშნული ჯგუფებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო. 11728325_1009537475724644_1518500063_o საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მცხოვრებნი საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლებენ, რაც მათ რაიონულ ცენტრამდე ტრანსპორტირების თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემს. საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობას დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება, ქონების რეგისტრაცია და საბანკო მომსახურებით სარგებლობა ადგილზე სოფლიდან გაუსვლელად შეეძლება. საზოგადოებრივი ცენტრი ორსანტიისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებთ, ჯამში 7000-მდე მომხმარებელს, მოემსახურება. ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკაც. საზოგადოებრივი ცენტრების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზები ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისათვის, რაც მათ საშუალებას მისცემს, კომფორტულ გარემოში შეხვდნენ მოსახლეობას, მიაწოდონ ინფორმაცია, იმსჯელონ აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა ღონისძიება. ორსანტიის საზოგადოებრივი ცენტრის გარდა საქართველოში უკვე მოქმედი 23 საზოგადოებრივი ცენტრია. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება ცენტრების მეშვეობით უკვე შეუძლია შაშიანის, სართიჭალას, გომის, რუისის, ჭალადიდის, ხევის, მანგლისის, კოდას, ფოკას, ნიგოითის, ჯვრის, შორაპნის, ყვარელწყალი/დუისის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, კაჭრეთის, ხიდისთავის, ნუკრიანის, კორბოულის, ღორეშას, კაზრეთისა და შილდას მოსახლეობას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.