"ფეისბუქის" ხელმძღვანელთა განცხადებით, ტეხასის შტატის ქალაქ ფორტ-უორტში ინფორმაციის შენახვისა და დამუშავებისა ახალ ცენტრს ააშენებს, რომელიც სრულად მხოლოდ ქარის ენერგიაზე იმუშავებს.
"როიტერის" ინფორმაციით, ეკოლოგიური კომპლექსი 450 ათასი კვ.მეტრის ფართობზე განთავსება. პროექტის ინვესტიცია კი ნახევარი მილიარდი დოლარი იქნება. თავდაპირველად, ცენტრში მხოლოდ 40 ადამიანი დასაქმდება.
"ახალი კომპლექსი მსოფლიოში ერთ-ერთი თანამედროვე იქნება და შესაძლებლობას მოგვცემს გავაფართოვოთ ჩვენი ქსელის მომხმარებლებისთვის ინფორმაციის გაცვლა", - აღნიშნა "ფეისბუქის" წარმომადგენელმა.
"ფეისბუქის" ამ დროისთვის მხოლოდ ოთხი მონაცემთა ცენტრი აქვს, რომელთგან სამი აშშ-ში, ერთი კი შვედეთში მდებარეობს.
სოციალური ქსელის მომხმარებელთა რაოდენობა 1,4 მილიარდ ადამიანს აღწევს.
ცუკერბერგმა, უკრაინაში ფეისბუქის ოფისის გახსნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
კომპანია “ფეისბუქი” ცვლილებებს აანონსებს
”ფეისბუქი” მომხმარებელთა შესახებ ინფორმაციას სხვა კომპანიებს მიაწვდის
მასალის გამოყენების პირობები