რუბრიკები
პროექტი „ზაფხულის კინოსკოლა“ იწყება
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 15 ივლისიდან საქართველოს რეგიონებში ახალი პროექტი „ზაფხულის კინოსკოლა“ იწყება. პროექტის ფარგლებში, კინოსპეციალისტები საქართველოს ძნელად მისადგომ 30 სოფელსა და საზღვრისპირა დასახლებებს ესტუმრებიან, სადაც სკოლების ბაზაზე, 2 კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად გამართავენ მსოფლიო და ქართული კინოკლასიკისა და თანამედროვე ქართული ფილმების ჩვენებებს, მოაწყობენ დისკუსიებს ფილმების შესახებ. კინოსპეციალისტები ბავშვებს ფილმის შექმნის სპეციფიკას გააცნობენ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს გადააღებინებენ. ამასთანავე დაგეგმილია ცნობილი ქართველი რეჟისორების შეხვედრები ბავშვებთან. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეხვდებიან ზაზა ურუშაძეს, გიორგი ოვაშვილსა და ლევან თუთბერიძეს და თავად დაუსვამენ კითხვებს მათი ფილმების შესახებ. პროექტის მთავარი მიზანი მაღალმთიან და საზღვრისპირა რაიონებში მცხოვრებ მოზარდებში კინოგანათლების ამაღლებაა; ფილმების ნახვა და შემდგომი დისკუსიები გააუმჯობესებს მოსწავლეების სააზროვნო და ესთეტიკურ უნარებს; მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებაში ჩართვა კი ხელს შეუწყობს მოზარდების შემოქმედებითი უნარების განვითარებას. პროექტში ჩართულია 30 სოფელი, მათ შორისაა საზღვრისპირა დასახლებები: ხურვალეთი, კნოლევი, დიცი, ერგნეთ–მამისაანთუბანი, ასევე რუხი, კოკი, განმუხური, დუმასტური. გარდა ამისა, მაღალმთიანი და ძნელადმისადგომი სოფლები: ღები, კაცხი, ბეჩო, მუჟალი, უშგული, ბარისახო, შუაფხო, ზარზმა და სხვა. პროექტის ფარგლებში, 14 კინოჩვენება გაიმართება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.