რეცეპტის ინგრედიენტები:
200 გრ. მიუსლი
100 გრ. ხილი
500 მლ. იოგურტი
მომზადების წესი:
1. მსუბუქად მოხრაკეთ მიუსლი ტაფაზე, სანამ მადისაღმძვრელად არ შეყავისფერდება.
სურვილისამებრ, შეგიძლიათ აიღოთ არა ერთი სახეობის იოგურტი არამედ ორი. მაგ. ერთი კლასიკური, დანამატების გარეშე და მეორე საყვარელი ხილის არომატით. მთავარია იოგურტი იყოს ნატურალური და მაღალცხიმიანი.
2. დაჭერით თქვენი საყვარელი ხილი ძალიან წვრილ ნაჭრებად.
3. გამჭვირვალე ჭიქებში ფენებად გადაიტანეთ ინგრედიენტები ისე რომ არ ამოურიოთ: თავდაპირველად მიუსლი, შემდეგ იოგურტი, ბოლოს ხილი, შემდეგ ისევ მიუსლი, იოგურტი და ხილი.
4. ხილის დესერტი იოგურტით ზემოდან მორთეთ ხილითა და პიტნის ფოთლით.
უგემრიელესი დესერტიც მზადაა!
ხილის ჟელე – მსუბუქი და არომატით სავსე დესერტი
არაჟნის ტორტი ხილით
მასალის გამოყენების პირობები