IM Global -მა და State Street Pictures-მა ჩიკაგოში დაიწყო მუშაობა ახალ ფილმზე “Southside With You”. ფილმი რომანტიული ჟანრისაა და შთაგონებულია ბარაკ ობამასა და მიშელ ობამას პირველი პაემნით.
ფილმის სიუჟეტი მიმდინარეობს ზაფხულის შუადღესა და საღამოს, 1989 წელს, როდესაც ბარაკ ობამა, ვის როლსაც პარკერ სოიერსი ასრულებს, ეარშიყებოდა მიშელ რობინსონს. მიშელის როლს ასრულებს თიკა სამტერი.
პაემანი ჩიკაგოში ხელოვნების მუზეუმში შედგა. შემდეგ კი პირველი კოცნა.
ფილმის პირველი ფოტოზე ახალგაზრდა წყვილია აღბეჭდილი. სოიერსმა ახლახანს დაასრულა გადაღებები ოლივერ სტოუნის ფილმზე “Snowden”.
ფილმის რეჟისორი რიჩარდ ტანია. ეს მისი სადებიუტო პროექტი იქნება. ფილმის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ბარაკ ობამასა და მისი მეუღლის პირველ პაემანზე ფილმს იღებენ!
ბარაკ ობამამ, 5 საათში ტვიტერის მსოფლიო რეკორდი მოხსნა
მასალის გამოყენების პირობები