სინდი კროუფორდის შვილებს წარმატებას ჯერ კიდევ დაბადებამდე უწინასწარმეტყველებდნენ. მართლაც, ულამაზესი სუპერმოდელის არანაკლებ ლამაზმა ქალიშვილმა IMG სამოდელო სააგენტოსთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. კაია გერბერი ჯერ მხოლოდ 13 წლისაა, თუმცა უკვე მოდის ექსპერტთა დადებით შეფასებებს იმსახურებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ კროუფორდის 16 წლის ვაჟმა პრესლიმაც მოდელობა გადაწყვიტა და ისიც იგივე სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობს. ბავშვებს პირველი ფოტოსესია ბრუს ვებერთან ქონდათ. ცნობილი ფოტოგრაფის აზრით, კროუფორდის შვილები პოდიუმს ძალიან მალე დაიპყრობენ.
მასალის გამოყენების პირობები