რუბრიკები
ზუგდიდში დღეს ვლაქერნის ღვთისმშობლის კვართის დადების დღესასწაული აღინიშნება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ზუგდიდში ვლაქერნის ღვთისმშობლის კვართის დადების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით 09:00 საათზე ზუგდიდში, დადიანების სასახლის მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართითა და რამდენიმე წმინდანის წმინდა ნაწილებით ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობა დაიწყება. მსვლელობაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და მომლოცველები. მსვლელობით ღვთისმშობლის კვართი, წმინდანების წმინდა ნაწილებთან ერთად 10:00 საათისთვის გადაბრძანდება საკათედრო ტაძარში და დაიწყება საღმრთო ლიტურგია, რომელსაც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე დღესასწაულზე ჩასულ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. მომლოცველებს ღვთისმშობლის კვართთან და სიწმინდეებთან მიახლების შესაძლებლობა დღის ბოლომდე ექნებათ, სანამ ყველა მსურველი არ მოილოცავს. შემდეგ ღვთისმშობლის კვართს და სიწმინდეებს კვლავ მსვლელობით მუზეუმში გადააბრძანებენ. წლების წინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის ადგილსამყოფელი საზოგადოებისთვის უცნობი იყო. საბჭოთა პერიოდის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის ზუგდიდის დადიანების სასახლეში ესვენა.ისტორიული წყაროების მიხედვით,წლების განმავლობაში ის, ძირითადად, ხობის მონასტერში იყო დაბრძანებული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის ორი ვერსია არსებობს. პირველის თანახმად, ის მე-8 საუკუნეში ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლიდან ჩამოიტანეს; მეორეს მიხედვით კი - მე-15 საუკუნეში, კონსტანტინეპოლის თურქთაგან დაპყრობის (1453 წ.) შემდეგ. ბოლო რამდენიმე წელია, რაც ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანება ზუგდიდის ახლად აშენებულ საკათედრო ტაძარში ხდება. მანამდე ღვთისმშობლის კვართს სიწმინდეებთან ერთად დღესასწაულის დღეს დადიანების სასახლის ეზოში არსებულ ვლაქერნას ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში წირვაზე გადააბრძანებდნენ. კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც ყოვლადწმიდა ქალწულის სამოსელი, თავსაბური და სარტყელის ნაწილი ინახებოდა, X საუკუნის შუა წლებში ანდრია სალოსმა ღამისთევაზე ზეციური შუქით გაცისკროვნებული ღვთისმშობელი ანგელოზებისა და წმიდათა დასის თანხლებით იხილა. მას იოანე ნათლისმცემელი და იოანე ღვთისმეტყველი კრძალვით მოაბრძანებდნენ. ყოვლადწმიდამ მუხლი მოიყარა და ცრემლებით უფალს საქრისტიანოს დიდხანს ავედრებდა.შემდეგ ტრაპეზთან მივიდა და იქ განაგრძო ლოცვა. ბოლოს კი თავსაბური მოიხსნა და ტაძარში შეკრებილ მლოცველებს გადააფარა. ღვთისმშობელი ქალწული ღვთაებრივი დიდებით ბრწყინავდა, თავსაბური კი მის ხელში მზეზე უბრწყინვალესად ელვარებდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.