რუბრიკები
ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით ზუგდიდში პრემიერ-მინისტრი იმყოფება
ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს. საკათედრო ტაძარში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და სხვა პირები. ტაძარი სავსეა მომლოცველებით. მსახურებას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე დღესასწაულთან დაკავშირებით ზუგდიდში ჩამოსულ სხვადასხვა ეკლესიების მღვდელმსახურებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. ტაძარში უკვე დაბრძანებულია ღვთისმშობლის კვართი და რამდენიმე წმინდანის წმინდა ნაწილები, რომლებიც სასულიერო პირებმა და მრევლმა ლიტანიობით დადიანების სასახლიდან ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს. მსვლელობის დაწყებამდე დადიანების სასახლესთან არსებულ ვლაქერნას ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მეუფე გერასიმემ ღვთისმშობლისადმი სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. ზუგდიდში დღეს ვლაქერნის ღვთისმშობლის კვართის დადების დღესასწაული აღინიშნება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.