ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს.
საკათედრო ტაძარში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და სხვა პირები. ტაძარი სავსეა მომლოცველებით.
მსახურებას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე დღესასწაულთან დაკავშირებით ზუგდიდში ჩამოსულ სხვადასხვა ეკლესიების მღვდელმსახურებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. ტაძარში უკვე დაბრძანებულია ღვთისმშობლის კვართი და რამდენიმე წმინდანის წმინდა ნაწილები, რომლებიც სასულიერო პირებმა და მრევლმა ლიტანიობით დადიანების სასახლიდან ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს.
მსვლელობის დაწყებამდე დადიანების სასახლესთან არსებულ ვლაქერნას ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მეუფე გერასიმემ ღვთისმშობლისადმი სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა.
ზუგდიდში დღეს ვლაქერნის ღვთისმშობლის კვართის დადების დღესასწაული აღინიშნება
მასალის გამოყენების პირობები