ფოთში დღეს "რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი" გაიხსნება
11:55 / 15.07.2015
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დღეს, ფოთში რიგით პირველ "რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის" გახსნის ცერემონიას დაესწრება. "რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის "დღეს" ორგანიზებით 15-25 ივლისს, ფოთში გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობენ როგორც საქართველოს, ასევე იტალიის, ბელორუსიის და პოლონეთის რეგიონული თეატრები.უწყების ინფორმაციით, ქართული და უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები მაყურებელის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგებიან. მიხეილ გიორგაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრება.ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები