ირაკლი ღარიბაშვილი ღვთისმშობლის კვართს ხელით შეეხო (ვიდეო)
15:32 / 15.07.2015
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი ესწრება ამ დღესასწაულს, - ასე მიმართა ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულზე მყოფ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა ირაკლი ღარიბაშვილს დღესასწაულზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მიესალმება მთავრობის მეთაურის სურვილს, შეისწავლოს აფხაზური ენა.
"თქვენ ერთხელ თქვით, რომ აპირებთ შეისწავლოთ აფხაზური ენა. ამან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რადგან აქედან აფხაზეთი სულ რამდენიმე კილომეტრშია", - აღნიშნა მეუფე გერასიმემ.
ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში შეკრებილ მომლოცველებს დღესასწაული მიულოცა ირაკლი ღარიბაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე ვლაქერნობას აფხაზებთან ერთად ვიზეიმებთ.
"ის, რომ ღვთისმშობლის კვართი საქართველოში ინახება, გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას. ჩვენ განსაკუთრებულად უნდა მოვეპყროთ ამგვარ სიწმინდეს და მადლობა ვუთხრათ უფალს ყველაფრისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, გაძლიერებას და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას. როგორც მეუფე გერასიმემ ქადაგებაში ბრძანა, ჩვენ ერთ დღეს შევალთ აფხაზეთში და ჩვენს დებთან და ძმებთან ერთად ვიზეიმებთ ვლაქერნობას", - განაცხადა პრემიერმა.
საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ოჯახი დალოცა და მათ ღვთისმშობლის მფარველობა უსურვა. გარდა ამისა, სასულიერო პირებმა ირაკლი ღარიბაშვილს ღვთისმშობლის კვართის ხელით შეხების ნება დართეს. შესაბამის ფოტომასალას პრემიერის პრესამსახური ავრცელებს.
"ამ დღის შემდეგ თქვენ იგრძნობთ ღვთისმშობლის დიდ მფარველობას. თქვენი აქ ყოფნა დასტურია იმის, რომ ვართ ერთიანნი. მინდა გითხრათ, რომ ტაძრის შესასვლელში თქვენს სახელზე ქვა დაიდება", - მიმართა მეუფემ პრემიერ-მინისტრს და მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსის ხატი აჩუქა.
ვლაქერნობის დღესასწაულს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი დაესწრნენ.
ირაკლი ღარიბაშვილს მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსის ხატი გადასცა(ფოტორეპორტაჟი)ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით ზუგდიდში პრემიერ-მინისტრი იმყოფებაზუგდიდში დღეს ვლაქერნის ღვთისმშობლის კვართის დადების დღესასწაული აღინიშნება
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები