რეცეპტის ინგრედიენტები:
3 ჭიქა კურკაგაცლილი ალუბალი თავისივე წვენით
1.5 ჭიქა რძე
შაქარი გემოვნებით
1 ს.კ მაღარლცხიმიანი ნაღები
1 ს/კ რომი
1 ცალი ლიმონი
მომზადების წესი:
1. გაასუფთავეთ ალუბალი და გამოაცალეთ კურკები. ჩაყარეთ ქვაბში, დააყარეთ შაქარი და ადუღეთ 15-20 წუთის განმავლობაში. გადაიტანეთ კურკაგაცლილი ალუბალი თავისივე წვენით ბლენდერში და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
2. გამოწურეთ ლიმონი.
3. ალუბალს ბლენდერში დაუმატეთ ლიმონის წვენი, რძე, ნაღები და რომი, კვლავ კარგად დააბლენდერეთ.
4. მიღებული მასა ჩაასხით პლასტმასის კონტეინერში და სუფრასთან მიტანამდე 24 საათით ადრე შედგით მაცივარში.
5. შერბეთი მზადაა! სუფრაზე გასატანად, მიღებული დესერტი შეგიძლიათ გადაიტანოთ მაღალყელიან ჭიქებში, ან სპეციალურ დესერტის თეფშზე თქვენი გემოვნების მიხედვით. სურვილისამებრ გააფორმეთ პიტნით, ლიმონით ან ლაიმით.
ალუბლის ჩიზქეიქი
ხაჭოს ჩიზქეიქი ალუბლის სოუსით
მასალის გამოყენების პირობები