“Hollywood Reporter”-ის ცნობით, ამერიკელი ვარსკვლავი, ბრიუს უილისი, კიდევ ერთ ფილმში მიიღებს მონაწილეობას და ამჯერად დეტექტივის როლში მოგვევლინება.
ფილმის სახელი სიუჟეტისგან განსხვავებით ჯერ-ჯერობით უცნობია. სცენარის მიხედვით, კერძო დეტექტივს განგსტერულ დაჯგუფებასთან უწევს დაპირისპირება, რომლებმაც მას საყვარელი ძაღლი მოპარეს.
ნამუშევარში უილისის გარდა მონაწილეობას მიიღებენ დევიდ არკეტი, “იქს-ადამიანების” ვარსკვლავი ფამკე იანსენი და ამერიკელი რეპერი ტაიგა, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს კინოინდუსტრიაში. მას მალე ასევე ვიხილავთ კომედიაში “სილამაზის სალონი 3″.
ახალი ფილმის რეჟისორები მარკ და რობ კულენები იქნებიან. კინოპროდუქტის ეკრანებზე გამოსვლის თარიღი არ არის ცნობილი.
ვუდი ალენის ახალი ფილმი
მასალის გამოყენების პირობები