საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში პლასტმასის და ბეტონის ფილების საწარმო გახსნა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პროექტი "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა და მისი მშენებლობა 2 მილიონი ლარი დაჯდა. საწარმოს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მუდმივად 30 ადამიანი დასაქმდება. მათივე ცნობით, ქარხანაში იწარმოება პლასტმასის ყუთი, წებო-ცემენტი, სამშენებლო ბლოკი, ბეტონის დეკორატიული ფილა, ბეტონის დეკორატიული ღარები, ბლოკი და ბორდიურები. შპს "ფიგარო" უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე საწარმოს გახსნას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები