რუბრიკები
ბიძინა ივანიშვილი ფოთში თეატრალური ფესტივალის გახსნას დაესწრო
ფოთში "რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი" გაიხსნა, რომელიც წელს პირველად ტარდება. საზეიმო ცერემონიას ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია, სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, მსახიობები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. "რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის "დღეს" ორგანიზებით იმართება. ფესტივალში მონაწილეობენ როგორც საქართველოს, ასევე იტალიის, ბელორუსიის და პოლონეთის რეგიონული თეატრების და ქართული დასების წარმომადგენლები. ფესტივალი პოლონეთის ახალი ხელოვნების თეატრმა გახსნა. მათ სპექტაკლი "ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ" წარადგინეს. "რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი" 25 ივლისს დაიხურება. ფესტივალის ფარგლებში მაყურებლის წინაშე 21 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები