სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ზუგდიდის გამგებელმა ედისერ თოლორაიამ კონფლიქტისპირა სოფელ რიყეში საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობა დაათვალიერეს. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპზე რიყეში ორი მილ–ხიდის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს გზის მშენებლობა კი სექტემბერში დასრულდება.
მათივე ცნობით, სოფელში გზასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრე არხები და მთლიანად განათდება რიყე-ზუგდიდის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას თქმით, რიყის გზა მეექვსე მასშტაბური გზის პროექტია, რომელისც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. სახელმწიფო რწმუნებულმა რიყეში ახალი გზის აუცილებლობაზეც გაამხვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ გზით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების ნაწილი დანარჩენ საქართველოს უკავშირდება. რიყის რეაბილიტირებული გზით რამდენიმე სოფელი ისარგებლებს.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 მილიონ 270 ათას ლარს შეადგენს. ასფალტის საფარიანი გზა 3,8 კილომეტრზე დაიგება. სამშენებლო სამუშაოებში ადგილობრივები მოსახლეობაა დასაქმებული.
სოფელ რიყეში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
მასალის გამოყენების პირობები