ამ კვირას ემბერ ჰერდი დაადანაშაულეს ავსტრალიაში თავისი და ჯონი დეპის ორი ძაღლის არალეგალურად გადაყვანაში. სულ რაღაც ორი თვის წინ მისმა ქმარმა იგივე მიზეზით სოფლის მეურნეობის მინისტრი განარისხა.
29 წლის მსახიობი ოთხშაბათს გამოიძახეს სასამართლოში ორი იორკშირ-ტერიერის, პისტოლისა და ბუს საზღვარზე არალეგალურად გადაყვანის გამო.
ამ ბრალდებამ ემბერს შესაძლოა 75 000 დოლარიანი ჯარიმა ანდაც 10 წლიანი პატიმრობა მოუტანოს.
ჰერდი და მისი საქვეყნოდ ცნობილი ქმარი ჯონი დეპი ავსტრალიაში დიდ დროს ატარებენ, რადგან სწორედ აქ მიმდინარეობს ყველასათვის საყვარელი ფრენჩაიზის „კარიბის ზღვის მეკობრეები“ მეხუთე ნაწილის გადაღებები.
ემბერ ჰერდი სასამართლოს ხელახლა მოსმენაზე 7 სექტემბერს დაიბარეს.
მასალის გამოყენების პირობები