რეცეპტის ინგრედიენტები:
ნახევარი მცირე ზომის საზამთრო
1 კონა პიტნა
1 ს/კ წმინდა შაქარი
1 ცალი ლაიმი
1 ¼ ჭიქა თეთრი რომი
ყინული
მომზადების წესი:
1. გამოაცალეთ საზამთროს კურკები, დაჭერით პატარა ნაჭრებად, დააბლენდერეთ და გაატარეთ წმინდა საწურში. დაახლოებით 3 ჭიქა წვენი უნდა მიიღოთ.
2. მოაცალეთ პიტნას უხეში ღეროები, გადაინახეთ 6 ღერო მოსართავად, დანარჩენი ჩაყარეთ დიდი ზომის კონტეინერში დაჭრილ ლაიმთან და შაქართან ერთად. ხის კოვზით კარგად გასრისეთ პიტნა და ლაიმი, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება. ჩაუმატეთ საზამთროს წვენი და რომი. ჩაყარეთ ყინული და ამოურიეთ.
3. გადაიტანეთ ჭიქებში, მორთეთ პიტნის ღეროებით და სურვილისამებრ დაუმატეთ ყინული.
მოჰიტო
მასალის გამოყენების პირობები