1966 წლიდან, მთელ მსოფლიოში, 20 ივლისს აღინიშნება ჭადრაკის საერთაშორისო დღე(International Chess Day). დღესასწაული ტარდება ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციის - „ფიდეს“ დადგენილებით.
ჭადრაკი ძველთაგანვე პოპულარულია საქართველოში - ეს თამაში მოხსენიებულია მრავალ ქართულ ლიტერატურულ და ისტორიულ წყაროსა და ძეგლში. პირველად ვხვდებით ბასილი დიდის თხზულებაში ,,ექუსთა დღეთა’’ რომელიც XI საუკუნის საეკლესიო მოღვაწემ გიორგი ათონელმა გადმოაქართულა. სავარაუდოა რომ ჭადრაკი ჩვენში ან ინდოელი ვაჭრების, ან სპარსელების შემოტანილია. ყოველ შემთხვევაში, იგი საქართველოში არაბთა მოსვლამდე იყო ცნობილი. თანდათან ჭადრაკმა საპატიო ადგილი დაიმკვიდრა ქართველი კაცის ცხოვრებაში, იმდენად საპატიო, რომ ქალს მზითვად გენიალურ „ვეფხისტყაოსანთან“ ერთად ჭადრაკსაც ატანდნენ.
მასალის გამოყენების პირობები