ზუგდიდში ომის ვეტერანებს პენსიაზე დანამატი გაეზარდათ (ვიდეო)
14:34 / 20.07.2015
ქალაქ ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას ინიციატივით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ნაცვლად 100 ლარისა, პენსიაზე დანამატის სახით 150 ლარი დაერიცხებათ. მერიის ინიციატივას ქალქის საკრებულოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. საკრებულოს საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის კახაბერ ფარცვანიას ინფორმაციით, ქალაქის ტერიტორიაზე ამჟამად სულ 7 ვეტერანია რეგისტრირებული.
„მერიის ინიციატივით, ომის ვეტერანებს თავის დროზე 50 ლარით გაეზარდათ პენსიაზე დანამატი. ახლა მერია ისევ შემოდის ინიციატივთ, რომ ეს დახმარება გახდეს 150 ლარი. ეს თანხა თვეში მთლიანობაში შეადგენს 1050 ლარს შეადგენს და წლის ბოლომდე დარჩენილი პერიოდისთვის სულ 5 ათას 250 ლარია საჭირო“, -თქვა სხდომაზე კახაბერ ფარცვანიამ.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისთვის 30 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები