ინგერდიენტები:
დიდი ზომის ხახვი - 1ც
ქათმის ღვიძლი - 500გ
ვაშლი - 3ც
კარაქი - 2 ს. კ.
ბალზამირებული ძმარი (ბალზამიკო) – 3 ს.კ.
თაფლი - 2 ს.კ.
ქათმის ბულიონი - 1 ჭიქა
ერთი ლიმონის ცედრა და წვენი
ქონდარი - რამდენიმე ღერო
მარილი, დაფქული წიწაკა
დრო -40 წთ ულუფა - 6 პერსონისთვის
მომზადების წესი:
1.ხახვი დაჭერით.
2.ქათმის ღვიძლი გაასუფთავეთ და გარეცხეთ.
3.ვაშლი გარეცხეთ, გაფცქვენით და ამოაჭერით გული. დაჭერით მსხვილ ნაჭრებად.
4.დიდ ტაფაზე გაადნეთ კარაქი; დაუმატეთ ბალზამიკო და თაფლი. ოდნავ შეათბეთ, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და ვაშლი. მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე, ვიდრე არ დარბილდება და ოქროსფერი არ გახდება. ამოიღეთ ვაშლი და დაასხით ბულიონი.
5.დაუმატეთ ლიმონის წვენი და ცედრა. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე რამდენიმე წუთით, რათა სითხის რაოდენობა ორჯერ შემცირდეს. შემდეგ სოუსი გადაასხით პატარა ჯამში.
6, ქვაბში მოათავსეთ კარაქი, ქონდარი და შეათბეთ. შებრაწეთ ქათმის ღვიძლი. ყურადღება მიაქციეთ რომ არ გამოშრეს.
7.ვაშლი ისევ დააბრუნეთ სოუსში, აურიეთ მომზადებული ღვიძლი და ცეცხლზე რამდენიმე წუთით კიდევ დატოვეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ.
8.სუფრაზე მიტანისას, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი გარნირი.
ქათმის ფილე ბრინჯით
ქათმის ფრთები იაპონურად
ქათმის მკერდი სოკოთი
სოკო და ქათამი მაიონეზში
მასალის გამოყენების პირობები