ანაკლიის სანაპიროზე უბედური შემთხვევა მოხდა. ზღვაში 17 წლის ახალგაზრდა დ.ბ. დაიხრჩო, ფაქტს სანაპიროზე მყოფი ადამიანები შეესწრნენ და მაშველებს შემთხვევა სწორედ მათ შეატყობინეს.
გავრცელებული ინფორმაციით დაღუპული ბიჭი ზუგდიდელია. ცხედარს ქუთაისში ექსპერტიზა ჩაუტარდა.
აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს შსს.
უწყების განცხადებით, საქმეზე ძიება 115-ე მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები