რუბრიკები
ჩინეთში 3D-პრინტერზე დაბეჭდილი სახლი-კონსტრუქტორი ააშენეს
ჩინურმა კომპანია Zhuoda Group-მა, 3D-პრინტერზე დაბეჭდილი მოდულებისგან 2-სართულიანი სახლი-კონსტრუქტორი ააშენა. სახლის მშენებლები ამბობენ, რომ ნაგებობა იმდენად მყარია, რომ 9 ბალის მაგნიტუდის მიწისძვარას გაუძლებს. სახლის 90% სამგანზომილებიან პრინტერზე დაბეჭდილი მოდულებისგან შედგება. ამწეს საშუალებით ეს მოდულები ერთმანეთს დააკავშირეს და შექმნეს მისაღები ოთახი, საძინებელი, სამზარეულო, სააბაზანო ოთახი და რამდენიმე დამხმარე სათავსო. მთელ ამ პროცესს 3 საათი დასჭირდა, რის შემდეგაც სახლი-კონსტრუქტორი მედიას და სხვა დაინტერესებულ პირებს დაათვალიერებინეს. Zhuoda Group-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 500 კვადრატული მეტრი ფართობის სახლისთვის საჭირო მოდულების დაბეჭდვას და შემდეგ მათ აწყობას სულ 15 დღე სჭირდება. წინასწარი გაანგარიშებებით კი ასეთ შენობას 150-წლიანი ექსპლუატაციის ვადა აქვს, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში. მასალები, რომლის საფუძველზეც ეს მოდულები დაბეჭდეს, Zhuoda Group-ს არ დაუკონტრეტებია, თუმცა განაცხადეს, რომ 22-ზე მეტი პატენტი აიღეს და სხვა ამგვარად „დაბეჭდილი“ სახლებისგან განსხვავებით, ისინი ცემენტს არ იყენებენ. სახლის სახურავი კი ცეცხლგამძლე და წყალმდეგი მასალისგან არის დამზადებული და თითქმის შეუძლებელია მისი კოროზიით დაზიანება. უფრო ადრე კი, მეორე ჩინურმა კომპანიამ, WinSun-მა ააშენა 3D-პრინტერზე დაბეჭდილი მასალებისგან 2-სართულიანი სახლი და 6-სართულიანი ტიპიური კორპუსი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.