მსახიობი ქეით ბლანშეტი ავსტრალიური ტელეარხისთვის სერიალის რეჟისორი იქნება, რის შესახებაც „Variety“ იტყობინება. მელოდრამა „Stateless“-ი რეალურ ფაქტებზე იქნება დაფუძნებული და კორნელია რაუს ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც 2004/05 წლებში ავსტრალიის იმიგრაციული სისტემის მსხვერპლი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ეს ბლანშეთის სარეჟისორო დებიური იქნება. 2013 წელს გაირკვა, რომ მსახიობი მომავალში ასევე ფილმ „ვახშმის“ რეჟისორის ფუნქციებს შეასრულებს.
ბლანშეტი ორი ოსკარისა და სამი „ოქროს გლობუსის“ პრემიის მფლობელია.
მასალის გამოყენების პირობები