რუბრიკები
განმუხურის სტადიონთან დაკავშირებით ყოფილი და ახალი მთავრობები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებსა და სამეგრელო ზემო - სვანეთის სამხარეო ადმისნიტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინატორს შორის განმუხურის სტადიონის მოუვლელობის თემაზე მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან მაქაცარიამ ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა დაინტერესდნენ ამ თემით და ყურადღება მიაქციონ სტადიონს, რომელიც დღემდე მოუვლელია. სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლის დავით კოდუას თქმით, სტადიონის ტერიტორია, ისევე როგორც საკურორტო ზონის სხვა მიწები სადაოა და მისით არ ინტერესდებიან ინვესტორები. კოდუას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს უკანონოდ იქნა მოქალაქეებისთვის მიწები ჩამორთმეული, დღეს კი მესაკუთრეებს მისი დაბრუნება სურთ. მისივე თქმით უახლოეს დღეებში,დაახლოებით 29 ივლისისთვის მოწესრიგდება,როგორც სტადიონი ასევე მისი მიმდებარე ტერიტორია. ოპოზიციური პარტიის განცხადებაზე საპასუხო კომენტარი გააკეთა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ.მისი განცხადებით,მიწის ნაკვეთზე სადაც ამჟამად სტადიონია საკუთრების შესახებ პრეტენზიებს 4 მოქალაქე აცხადებს, რომლებმაც დახმარებისთვის თავად მიმართეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს. „ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, მოქალაქეებთან მოლაპარაკება. დავის გადაწყვეტის შემდეგ კი სტადიონი აუცილებლად მოწესრიგდება და მისით სარგებლობას შეძლებენ ზუგდიდის საფეხბურთო გუნდები „ლაზიკა“ და „ზუგდიდი“. განაცხადა ლაშა გოგიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.