Apple-მა, Fiat Chrysler Automobiles-ის (FCA) ყოფილი ტოპ-მენეჯერი, დუგ ბეტსი დაიქირავა. ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია, ავტოინდუსტრიის „ვეტერანების“ გუნდს აგროვებს, რათა ისინი საკუთარი პირველი ელექტრომობილის შემუშავებაზე ამუშაოს.
ადრე ბეტსი ხელმძღვანელ პოსტებზე მუშაობდა Michelin-ში, Nissan-ში და Toyota-ში და მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო FCA, სადაც პირველი უფროსი ვიცე-პრეზიდენტი იყო ხარისხის კონტროლის გლობალურ განყოფილებაში. ის Apple-ს ივლისში შეუერთდა და სამრეწველო განყოფილების თანამშრომელი გახდა.
ცოტა ხნით ადრე კი Apple-მა Tesla Motors-ის და ელექტრომობილების წარმოებით დაკავებული სხვა კომპანიების თანამშრომლები დაიქირავა.
კერძოდ, Tesla-ს ხელმძღვანელმა ელონ მასკმა განაცხადა, რომ Apple მის წამყვან ინჟინრებს 60%-ით მეტ ხელფასს და შრომითი კონტრაქტის გაფორმებისთვის $250 ათასიან ბონუსს ჰპირდებოდა. გარდა ამისა, Apple ცდილობდა აკუმულატორების მწარმოებელი A123 Systems-ის და ასევე Samsung-ის, LG-ის, Panasonic-ის და Toshiba-ს თანამშრომლების გადაბირებასაც.
მასალის გამოყენების პირობები