რეცეპტის ინგრედიენტები:
4 ჭიქა თხლად დაჭრილი კარტოფილი
3 სუფრის კოვზი კარაქი
3 სუფრის კოვზი ფქვილი
ჭიქა ნახევარი რძე
1 ჩაის კოვზი მარილი
ცოტაოდენი დაფქული წითელი წიწაკა
1 ჭიქა გახეხილი ყველი ჩედერი
½ ჭიქა გახეხილი ყველი თავზე მოსაყრელად
პაპრიკა
მომზადების წესი:
1. მცირე ზომის ქვაბში გაადნეთ კარაქი და კარგად შეურიეთ ფქვილი, ერთი წუთით დაასვენეთ. სათქვეფის დახმარებით მთლიანად შეურიეთ რძე, შეაზავეთ მარილითა და წიწაკით.
დადგით ქვაბი დაბალ ტემპერატურაზე, მიიყვანეთ დუღილამდე, ერთგვაროვანი მასის მისაღებად დროდადრო ურიეთ სათქვეფით. შეამცირეთ ტემპერატურა და შეურიეთ ყველი ჩედერი.
2. გადაანაწილეთ დაჭრილი კარტოფილის ნახევარი ცხიმ მოსმულ საცხობ ჭურჭელზე. კარტოფილის ფენას მოასხით ყველის სოუსის ნახევარი. გააკეთეთ ასეთივე მეორე ფენა დარჩენილი კარტოფილისა და სოუსისგან. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი. შეფერილობისთვის მოაპნიეთ ცოტაოდენი პაპრიკა.
3. აცხვეთ დაუფარებლად ერთი საათის განმავლობაში, 175C გრადუსზე.
წყარო:კულინარია
მასალის გამოყენების პირობები