ძვირადღირებული სპორტული მანქანების იტალიელი მწარმოებელი Ferrari, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველად საჯარო შეთავაზებას გეგმავს.
NYSE-ზე Ferrari-ის UBS Investment Bank-ი, BofA Merrill Lynch-ი და Santander-ი გაიყვანენ, განაცხადა თავად კომპანიამ.
განთავსების მოცულობა მათ არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა განაცხადეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებაზე ამაზე მიღებული ჯერ არაა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Fiat Chrysler-ი Ferrari-ის ცალკე კომპანიად გაიტანს, რათა შემდეგ მისი აქციების 10%, აშშ-ს და ევროპის ბირჟებზე განათავსოს.
მასალის გამოყენების პირობები