ასოციაციში „დეა“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებზე სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების გათვითცნობიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მექანიზმებისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის საქმეში მათი თანამონაწილეობის გაზრდა.
შეხვედრაზე განიხილეს შესაძლებლობათა შეზღუდვის მოდელები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საფუძვლები სახელმწიფო პოლიტიკის, ეროვნული კანონმდებლობის, ოტავის კონვენციის, გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციისა და სხვა სამართლებრივი მექანიზმები.
„მეტი აქცენტი გაკეთდა გაეროს შშმ პირების კონვენციაზე. მოგეხსენებათ, რომ ეს კონვენცია არათუ ხელმოწერილია, არამედ რატიფიცირებულია 2013 წლის 26 დეკემბერს და ძალაში შევიდა 2014 წელს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ დონეზე, ეს იქნება ადგილობრივი თვითმმართველობა თუ ცენტრალური ხელისუფლება, თითოეულმა მათგანმა თავისი პასუხისმგებლობა და ვალდებულება იგრძნოს ამ კონვენციის წინაშე, რადგან სულ მალე - 2 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობა ვალდებული იქნება ამ მიმართულებით ანგარიში წარუდგინოს გაეროს“, - ამბობს „დეას“ ხელმძღვანელი მადონა ხარებავა.
სადისკუსიო შეხვედრას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები