ფოთში დღეს იუსტიციის სახლი გრანდიოზული სანახაობითა და კონცერტით საზეიმოდ გაიხსნება. დასრულებული ობიექტი გუშინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ფოთის მაჟორიტარ დეპუტატ ეკა ბესელიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
საქართველოს მასშტაბით ეს უკვე რიგით მეთოთხმეტე იუსტიციის სახლი იქნება. ფოთის მოსახლეობას დღეიდან ექნება საშუალება 400-მდე სერვისი მომსახურების უმაღლესი სტანდარტით უმოკლეს დროში მიიღოს.
საზეიმო გახნის ცერემონია 20:30 საათზეა ჩანიშნული. ქალაქის ცენტრში დაგეგმილია ჯგუფ "მგზავრების" კონცერტი, რომელსაც გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები