გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევი სოფელ ჭალეში სატვირთო ავტომანქანით ახდენდა სპეციალური მარკირების გარეშე, წიფლის ჯიშის მორების გადატანას.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა წიფლის ჯიშის ხე-მცენარის კონფისკაცია.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა საოლქო პროკურატურას.
მასალის გამოყენების პირობები