1 წლის წინ, საუკუნის ფილმად წოდებულმა “ინტერსტელარმა” უსაზღვროდ დიდი აღიარება მოიპოვა, მისი რეჟისორი, კრისტოფერ ნოლანი, მუშაობას არ წყვეტს და მალე მის კიდევ ერთ ახალ ფილმს ვიხილავთ ეკრანებზე. კინოპროდუქტი ამჯერად მოკლემეტრაჟიანი იქნება და ტყუპისცალი ძმების, სტივენ და ტიმოთი ქუეების, შესახებ იქნება შექმნილი.
ძმები ანიმაციის სფეროში რევოლუციონერებად ითვლებიან; სწორედ მათ მიუძღვით უდიდესი როლი ე.წ. Stop Motion Animation-ის განვითარებაში, რომლის მიხედვითაც ანიმაციები უამრავი ნახატისა და კადრის შეერთებით იქმნება.
ფილმს სახელწოდებით “Quay”, 20 ოქტომბერს აჩვენებენ დიდ ეკრანებზე.
მასალის გამოყენების პირობები