ფოთის იუსტიციის სახლი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა (ვიდეო)
10:22 / 28.07.2015
ფოთში იუსტიციის სახლის მეთოთხმეტე ფილიალი საზეიმოდ, გრანდიოზული სანახაობითა და კონცერტით გაიხსნა. იუსტიციის სახლი საპორტო ქალაქში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. საზეიმო ცერემონიას მინისტრთა კაბინეტის, დიპლომატიური კორპუსის წევრები, პარლამენტარები, სამეგრელო ზემო-სვანეთის გგუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფოთის იუსტიციის სახლის კონცეფცია, სხვა ფილიალების მსგავსად, სწრაფი და ეფექტური მომსახურების მიწოდებას წარმოადგენს. ფოთის მოსახლეობას აქვს საშუალება, 400-მდე სერვისი მომსახურების უმაღლესი სტანდარტით უმოკლეს დროში მიიღოს.
მომსახურების დარბაზი დაყოფილია სამ ძირითად ნაწილად − თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცედ. სწრაფი მომსახურების სივრცეში ფოთელი მომხმარებელი სასურველ სერვისს 1-5 წუთამდე დროში მიიღებს, ხოლო ხანგრძლივი მომსახურების სივრცეში − 15 წუთამდე დროში; ლოდინის პერიოდი კი, საშუალოდ, 15 წამიდან 1,5 წუთამდე გასტანს.
ფოთის იუსტიციის სახლის გახსნა ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრებისთვის სახალხო ზეიმის ფორმატში წარიმართა. შოუზე მოსახლეობას საშუალება ჰქონდა, ენახა ფერადი კვამლის ფოიერვერკი. სპეციალურად ფოთის იუსტიციის სახლის გახსნისთვის მომზადდა კოსტუმირებული მუსიკალური შოუ, დრამერების კოსტუმირებული სანახაობა და სხვა მრავალი საინტერესო ელემენტი. საზეიმო გახსნა ჯგუფი „მგზავრების“ კონცერტით დაიხურა, რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
იუსტიციის სახლის ფილიალების გახსნა საქართველოს მასშტაბით კიდევ 6 ქალაქში − ყაზბეგში, თიანეთში, ბორჯომში, ლაგოდეხში, ახალქალაქსა და მცხეთაში − იგეგმება; ამ დროისთვის კი, იუსტიციის სახლის ფილიალები, პრაქტიკულად, ყველა მსხვილ ქალაქში მოქმედებს და ჯამში დღის განმავლობაში 23 000-ზე მეტ მოქალაქეს ემსახურება.
ფოთში დღეს იუსტიციის სახლი საზეიმოდ გაიხსნება
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები